სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბევრი სასიამოვნო დღე და წუთი მახსენდება... სიყვარულით მინდა გითხრათ -მომენატრებით“-საგარეჯოს N4 სკოლის პედაგოგის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
17-06-2022
-
+


საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მათი კლასის დამრიგებლისთვის, ნანა დავითაშვილისთვის, რომელმაც კურსდამთავრებულებს ემოციური წერილი მიუძღვნა.

„ჩვენი ერთად ყოფნის შვიდმა წელმა სწრაფად გაიარა, ამ ურთიერთობიდან ბევრი სასიამოვნო დღე და წუთი მახსენდება ახლა. გილოცავთ სკოლის დამთავრებას. დაგილოცავთ თქვენი ცხოვრების სავალ გზას. ყველა თქვენი ჩანაფიქრის შესრულებას ვთხოვ ღმერთს, რომ მისი წყალობის ქვეშ გამყოფოთ.

იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენი ნაბიჯი, კარგად გათვლილი და ჭკვიანური იქნება, ამით ჯერ თქვენ თავს ასახელებთ, შემდეგ მშობლებს, თქვენს აღმზრდელ მასწავლებლებს და სკოლას.

მე ვისურვებდი, როგორც ახლა ხართ გახარებული ასეთივე სიხარული მოეტანოს თქვენთვის პირველ სექტემბერს თქვენს მიერ არჩეულ უნივერსიტეტთან ერთად.

თქვენს მშობლებს მივულოცავ ამ დღეს. დიდ მადლობას ვუხდი თქვენი აღზრდისთვის! დღევანდელი დღე მათაც უხარიათ, მუდამ ეამაყოთ თქვენით!

კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

ბედნიერ გაბრწყინებულ, გამთლიანებულ საქართველოში გეცხოვროთ!

დიდი სიყვარულით მინდა გითხრათ - მომენატრებით

უფალს ებარებოდეთ. ამინ!“,- ვკითხულობთ კლასის დამრიგებლის ნანა დავითაშვილის მისალოც წერილში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება