სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ოტია იოსელიანის დაბადებიდან 92 წლისთავი მწერლის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს
17-06-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექციამ და პედაგოგებმა ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადებიდან 92 წლისთავი აღნიშნეს.

ამ დღის აღსანიშნავად სახლ-მუზეუმს სკოლის თეატრალური დასი „ოტიაური“, დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ესტუმრნენ.

სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ ოტია იოსელიანის საფლავთან მოსაგონარი სიტყვა წარმოთქვა და ხოტბა შეასხა დიდ მწერალს.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: თ. ივანეიშვილი, ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი ს. ქობალია) ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში კომპლექსური დავალების პროდუქტი, ოტია იოსელიანის „ათი მცნება“ პოსტერების სახით წარადგინეს.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი დ. ხაჩიძე) ისაუბრეს ოტიას ცხოვრება-მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ.

თეატრალურმა დასმა „ოტიაური (რეჟისორი: ტატო პატარიძე) ოტია იოსელიანის პიესიდან - „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ წარადგინეს.

მოსწავლეთა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებითად შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ. მათ შორის წყალტუბოს საპატიო მოქალაქემ, ოქროპირ სვანაძემ.

სახლ-მუზეუმში სტუმრობისას დაისახა სამომავლო მიზნები და სამუშაო გეგმა, რომელსაც ოტია იოსელიანის სახელობის საჯარო სკოლა ჩვეულებისამებრ, უახლოეს მომავალში განახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება