სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძველი ეზოს თამაშები“- მუხრანის N1 საჯარო სკოლის იდეატორთა კლუბის წევრებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
16-06-2022
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში იდეატორთა კლუბი შეიქმნა. 

კლუბი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

მისმა წევრებმა  ია დალაქიშვილმა (დაწყებითი კლასის მასწავლებელი), ნინო ფარტენაძემ (ისტ -ის მასწავლებელი) და გიორგი მიქელაძემ (სპორტის მასწავლებელი) პროექტი „ძველი ეზოს თამაშები“ მოამზადეს და განახორციელეს. 

პროექტის მიმდინარეობაში სკოლის მე-4 - მე-6 კლასების 229 მოსწავლე მონაწილეობდა. გარდა ამისა, მასში ჩართული იყვნენ სკოლის დირექტორი სოფიო კუბლაშვილი,  მენტორი/ მასწავლებელი, სასკოლო საზოგადოება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო - სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამის III კურსის 3 სტუდენტი და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი - მაია ფირჩხაძე.

კლუბის წევრებმა ხალხში მივიწყებული ძველი ეზოს თამაშები მოიძიეს და გააცოცხლეს. მათ საინფორმაციო ბუკლეტი, 3D  წიგნი, კომიქსები და თემატური პოსტერი შექმნეს. 

პროექტის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

„აღწერეს და ასახეს ტრადიციული, ხალხში მივიწყებული ძველი ეზოს თამაშები, გააცოცხლეს ისინი, აითვისეს და მოაწყვეს შეჯიბრებები, გაიუმჯებესეს საგნობრივი ცოდნა, უნარები, ზოგადი კომპეტენციები, პოპულარიზაცია გაუწიეს ცხოვრების ჯანსაღ წესს, წინაპართა ტრადიციების დაცვას, სკოლის, უმაღლესი სასწავლებლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას, ამაღლდა მოტივაცია და შეიქმნა გაცილებით ეფექტიანი სასწავლო გარემო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება