ვალის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა
ვალის N1 საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოაწყო.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ კედლის გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს.
ღონისძიების დასასრულს კი ჭრელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები