სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს
16-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.

მე-11ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ნ. ხურციძე) გამორჩეულად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მათ ფართო საზოგადოებას წარუდგინეს მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე - „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა...“.

„თავისუფლება კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი და პასუხისმგებლობაა!

ნოე ჟორდანიას თქმით - „საქართველო იშვა 26 მაისს, იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში ნაციონალურად, ინტერნაციონალურად...“

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ია ჩინჩალაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები. ღონისძიება მაღალ აკადემიურ დონეზე წარიმართა. მოსწავლეებმა გააკეთეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების ინსცენირება, კითხულობდნენ ქართველი პოეტების ლექსებს საქართველოზე და პატრიოტულ თემებზე, მოსწავლეთა მიერ შესრულდა ქართული სიმღერები, წარმოადგინეს საინტერესო და მდიდარი პრეზენტაციები საქართველოში დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადების დღიდან 1991 წლის 9 აპრილის ჩათვლით, რომელსაც ფონად ახლდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკა.

ღონისძიება დაგვირგვინდა საქართველოს ჰიმნით, რომელსაც დარბაზში მსხდომი დამსწრე საზოგადოება ფეხზე ამდგარი მღეროდა მოსწავლეებთან ერთად და გამოხატავდა გულწრფელ ემოციას მათ მიმართ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება