სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლაში ქართული ენის პედაგოგმა, მზია სულაძემ ტრენინგი ჩაატარა
16-06-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში ქართული ენის პედაგოგმა, მზია სულაძემ ტრენინგი ჩაატარა.

პედაგოგმა განმარტა თუ რა არის კომპლექსური დავალება, განიხილა მისი შექმნის გზები და მეთოდები. ისაუბრა კომპლექსური დავალების ბარათის, ცნებების მკვიდრი წარმოდგენების, საკვანძო შეკითხვების, ინდექსებისა და ტერმინების შესახებ.

პრაქტიკულად ახსნა კონკრეტული დავალების შექმნის მიზანსა და საფეხურებზე, რომელიც სასწავლო პროცესის დაგეგმვისას გამოიყენება. ტრენინგზე, აგრეთვე, განხილული იყო დაკვირვებადი სწავლის შედეგების ტაქსონომიის (სოლოტაქსონომია) საკითხი.

თითოეული საკითხის განხილვისას პრეზენტატორმა პრაქტიკული ნიმუშები წარადგინა. ტრენინგი მასწავლებლებს დაეხმარება კომპლექსური დავალების შექმნისა და განხორციელების ეტაპებზე, ასევე მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასებაში.

უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგთა სამუშაო შეხვედრა მეტად ნაყოფიერი იყო; აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები საკითხების განხილვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება