სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარგვეშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დასრულდა
17-06-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი საინტერესო, სახალისო და მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება ერთსულოვნად მონაწილეობდა.

სასწავლო წლის დასრულების დღეს სკოლის დირექტორის, ინგა ბერაძის ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით ღონისძიება გაიმართა; პედაგოგებმა და დირექციამ მოსწავლეებს სწავლის დასრულება მიულოცეს.

„ჩვენ ამ წელს შევძელით წარმატებით ჩაგვეკეცა სკოლის ცხოვრებაში კიდევ ერთი აქტიური, ნაყოფიერი, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობით დატვირთული ერთი ფურცელი.

დღევანდელი დღე ჩვენს სკოლაში ლამაზი ღონისძიებით და ბევრი სიურპრიზით იყო სავსე, ვეცადეთ ბავშვებისთვის გაგვეხალისებინა და გაგველამაზებინა ეს დღე სკოლის დირექტორმა, ინგა ბერაძემ და ჩვენი სკოლის საამაყო მასწავლებელმა, ვალერი ჭიპაშვილიმა, ბავშვებს მიულოცეს საზაფხულო არდადეგების დაწყება და უსურვეს მათ ბედნიერი, ლაღი დასვენება, რათა ჩვეული შემართებით, ახალი მიზნებითა და იდეებით დაუბრუნდნენ ისინი ჩვენს სკოლას. მომავალ სასწავლო წლამდე, ჩვენო აღსაზრდელებო!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება