სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლაში ნოვრუზის დღესასწაული აღნიშნეს
23-03-2018
-
+


თბილისის  N72 საჯარო სკოლის კლუბში - ,,მოზარდები საერთაშორისო საზოგადოებაში’’ ნოვრუზის საერთაშორისო დღესასწაული აღნიშნეს. 

ღონისძიება კლუბის კურატორმა საბინა ალიევამ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნოვრუზი ისევე როგორც გაერომ, საქართველომაც სახელმწიფო დღესასწაულად აღიარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თემისადმი ყურადღებას და პატივისცემას. კლუბის წევრმა აიშა მაგრამოვამ  წარადგინა პრეზენტაცია ნოვრუზ ბაირამის შესახებ. კლუბის წევრმა ზახრა მადათ-ზადემ კი ლექსი „ნოვრუზი“ წაიკითხა. 

სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამგვარი ტრადიციული  ღონისძიებების აღნიშვნა  საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთპატივისცემის, ინფორმირების  და ტოლერანტობის განვითარებას უწყობს ხელს. 

სკოლის წარმოადგენლის თქმით, ღონისძიება დასრულდა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ნოვრუზის ტრადიციული  ნუგბარის დაგემოვნებით. 

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება