სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
15-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, ექიმი-კარდიოლოგ ზაზა ლომინაძეს უმასპინძლეს. 

ის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა. ის მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა. შეხვედრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

ღონისძიება პედაგოგ დარეჯან ნემსაძის ინიციატივით გაიმართა. მას მოსწავლეებთან ერთად სკოლის პედაგოგები და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ჩინჩალაძე ესწრებოდნენ.

„სტუმრის ვიზიტი დაემთხვა ოჯახის სიწმინდისა და ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს! მე-40 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში „ჯანსაღი ცხოვრების წესი". ბატონი ზაზას, როგორც ექიმის, ამ პროექტში ჩართულობა ყველაზე უპრიანი იყო. ვინ უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს ჯანსაღ ცხოვრებაზე, თუ არა ექიმი? პრეზენტაციამ მოლოდინს გადააჭარბა .ეს იყო მედიცინის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის , პედაგოგიკის უჩვეულო სინთეზი. ბატონმა ზაზამ თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, პროფესიის სწორად არჩევაზე, ესაუბრა მოსწავლეებს ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება.პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ია ჩინჩალაძე. მან ბატონი ზაზას მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას სიბრძნის გაკვეთილი უწოდა. თავიანთი აღფრთოვანება ასევე გამოხატეს პედაგოგებმა ქალბატონებმა ვალიდა კვირიკაშვილმა, მარინა გოროზიამ და მოსწავლეებმა.
დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმარს საინტერესო საუბრისათვის.
ღონისძიება იყო საკმაოდ შთამბეჭდავი, ემოციურად დატვირთული, შინაარსიანი და, რაც მთავარია, შემეცნებითი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება