სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა
15-06-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ის დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრებით. 

მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები, სიმღერები შეასრულეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. თავიანთი შესაძლებლობები ყველამ წარმატებით წაროამჩინა.

„კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ადამიანი საზოგადოების მიერ შეუმჩნევლად მოდის და გადის ამ წუთისოფლიდან. უსიყვარულობა განსაკუთრებით მტკივნეულია მგრძნობიარე სულისთვის, სხვაგვარად ფაქიზია ტანჯვა. რაოდენ უნდა იყო მოსილი უფლის მიერ მადლით, რომ სიცოცხლეში გაგანებივროს საზოგადოებამ იმ სითბოთი, სიყვარულით, პატივისცემით, გულისხმიერებით, შესისხლხორცებით იმ მცირეოდენი შემოქმედებისა, რომელიც ჯერაც მოყვარულის საფეხურზეა, მაგრამ შეთვისებული და დიდებულად წარმოჩენილი მოსწავლეების მიერ. დიახ, მათი სიყვარული განსაკუთრებულია! მათი ბაგეებიდან დაძრული საკუთარი შემოქმედების მოსმენა განსაკუთრებულ ემოციას და ზეაღმაფრენას იწვევს, თავისი კარგი გაგებით.
დღევანდელი დღე ყოვლად დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისათვის, ყვარლელი შემოქმედი ხალხისათვის, მერიდება კიდეც საკუთარი თავი წარმოვაჩინო შემოქმედად. მაგრამ ჩვენ მეორე სკოლის სააქტო დარბაზში ერთად შეგვკრიბა პედაგოგების მზია ბაიდოვილისა და თათა ფეიქრიშვილის ერთობლივმა გაწეულმა შრომამ და ამ შრომის სიდიადემ. დიახ, განსაკუთრებულად დავინახე ყვარლის საზოგადოების ერთი სული, როდესაც ერთ მუჭად შეიკრა ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელი, ხელმძღვანელობა და კულტურის სამსახური. ამაყი ხდები ადამიანი, როდესაც „შენები "გეფერებიან და არ იშურებენ იმ სითბოს, რაც ქართველ ადამიანში სხვა ფერითა და მგრძნობელობით სუფევს!
დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი, გიორგი ზუბიტაშვილი, იოანე ქართველი, მერაბ ფირცხალაიშვილი, იზოლდა იოსებიანი, ლია გიგიტაშვილი, ელისო ბუშელაშვილი, მანანა შატავიძე, ეკატერინე ავაზაშვილი, ილო ბეროშვილი, ავთანდილ ჩოხელი ეს ის სახელები და გვარებია, ვისი შემოქმედებაც წარმოჩინდა მკითხველთა კლუბ "შემოქმედისა" და სხვა ხელოვანი მოსწავლეების მიერ. შემოქმედებითი საღამო დაამშვენა მუსიკალურმა ნომრებმა.
მერწმუნეთ, ყოვლად უძლური ვარ სრულად გამოვხატო სიხარული და მადლიერების გრძნობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იშრომა ჩვენი დღევანდელი მოფერებისთვის.
გმადლობთ, ბავშვებო, ამაყი ვარ თქვენით!
გმადლობთ, უმშვენიერესო ქალბატონებო, პედაგოგებო - მზია, თათა; ქალბატონო ლეილა; ქალბატონო იზოლდა, რომელმაც მშვენივრად წარმართა დღევანდელი საღამო; ქალბატომ მაია ზარდიაშვილს თანადგომისთვის; მომღერლებს - იზა წყალობაშვილს, მარი ხარებაშვილს, მომღერალ ბიჭებს; თათია ჩხეიძეს, რომელმაც საკუთარი ნაშრომი გაგვიზიარა ლიტერატურის თემატიკაზე და ყველას, ყველას... ყველას უდიდესი მადლობა დღევანდელი დღისთვის!
ძალიან მიყვარხართ", - წერს სკოლის პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება