სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიფინა
15-06-2022
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები 1 ივნისს ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებში ბავშვებმა თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.

ნიჭიერი მოსწავლეების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვერა ლობჯანიძე გახლავთ.

ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. 

თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

იცვლება თუ არა საჯარო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი და პროცედურები - საბჭოს წევრები დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ

„შეტევითი ხველა და სტვენითი სუნთქვა“... -  საყურადღებო სიმპტომები და კორონავირუსის მომატებული შემთხვევები

დიდ ხუთშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - სააღდგომო არდადეგების კალენდარი ცნობილია

13 სამაგისტრო პროგრმა, რომლებიც 120 კრედიტიანი დარჩა - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

სკოლამ დაისახა მიზნად, დიაგნოსტიკური წერები გახდეს სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება