| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?“ მიხედვით მომზადებული სპექტაკლი წარუდგინეს.
მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ვარაზაშვილი გახლავთ.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ნორჩმა მსახიობებმა ბავშვური გულწრფელობითა და უშუალობით გადმოსცეს ქეთოს მოტაცებით გამოწვეული მწუხარება, თუ მისი პოვნით განცდილი ბედნიერება. ვულოცავთ დებიუტს მოსწავლეებს და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ. აქვე ქორეოგრაფიული ნომრების მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნია ღვინაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ