სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში ადგილობრივ პოეტებს უმასპინძლეს
15-06-2022
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება პროექტის ფარგლებში ადგილობრივ პოეტებს შეხვედა. შეხვედრა - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ საინტერესოდ წარიმართა.

შეხვედრაზე ზედა სიმონეთელი პოეტები: დავით სულამანიძე, ტარიელ კობახიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ანზორ აბჟანდაძე და მზია აბულაძე იყვნენ მიწვეულები. ასევე, შეხვედრაში ზედა სიმონეთის მკვიდრი მაყვალა კლდიაშვილი - აბესაძე მონაწილეობდა. სტუმრებს მასპინძლობა გაუწიეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა.

„მოსწავლეებმა საზოგადოებას მათი ბიოგრაფია, გამოცემული წიგნები და სტატიები გააცნეს. მიმოიხილეს სოფლის მკვიდრთა შემოქმედებითი გზა. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიების ორგანიზატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ირინა აბულაძემ განმარტა შეხვედრის მიზანი, აღნიშნა, რომ შემოქმედი ადამიანებით ჩვენი სოფელი მდიდარია, ახსენა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ადამიანები და მადლობა გადაუხადა პოეტებს მობრძანებისათვის.

შეხვედრას ვერ დაესწრნენ ბატონი ანზორ აბჟანდაძე და ქალბატონი მზია აბულაძე. ნაჩვენები იქნა ბატონი ანზორის ვიდეომიმართვა ლექსით „დედა“; ქალბატონი მზია აბულაძის წერილში გვწერდა უამრავ კეთილ სურვილს და წარმატებები გვისურვა სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს.

შთამბეჭდავი იყო პოეტთა მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები. მოვისმინეთ მათი შეხედულებები ადამიანის მთავარ ღირებულებებზე, სამშობლოს სიყვარულზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ლიტერატურაზე. თითოეული მათგანის მთავარი სურვილი იყო მოსწავლეებმა ისწავლონ, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და აუცილებლად ჩამოყალიბდნენ ღირსეულ პიროვნებებად.

სკოლის დირექტორმა, გია ქასრაშვილმა სტუმრები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

საღამო დაამშვენა მუსიკალურმა ნომრებმა მეხუთე კლასის მოსწავლეების, თამარ კლდიაშვილის, მიხეილ ბაზაძისა და მოწვეული მეგობრის, ნინი მაჩიტიძის შესრულებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება