| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა, ისინი ახლა აბიტურიენტები არიან და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე ულოცავს, ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ჩემო მეგობრებო,ძვირფასო მე-12 კლასელებო!
უცებ გაიარა 12-მა შემოდგომამ და12-მა გაზაფხულმა. დღეს უჩვეულო გაზაფხულია. ჩუმი და ლამაზი...იდუმალებით და საიდუმლოებებით სავსე..როგორც თქვენი თვალები..
თქვენ განსაკუთრებულები იყავით სკოლისთვის. უკვე დიდები, მგალითის მიმცემი იყავით ყველასთვის: განსაკუთრებული მოკრძალება, პატივისცემა და დამოკიდებულება გქონდათ პედაგოგებისა და სკოლის მიმართ.
თქვენთან ჩატარებული გაკვეთილები, ჩემთვის ცხოვრების თითოეული დასამახსოვრებელი დღე იყო. ჩვენ ერთად ვსწავლობდით მეგობრობას, სიყვარულს..თქვენთან მსჯელობისას იბადებოდა ახალი იდეები... ვკამათობდით, ვდებატობდით დაუსრულებლად....როგორი იყო დღევანდელი დღე.. როგორი უნდა ყოფილიყო ხვალე, ვინ ვიყავით, რა შეგვეძლო, რა შეგვეშალა. ბოდიშის მოხდა... პატიება... მადლიერების გამოხატვა... თვითკრიტიკა. ვიხილავდით ადამიანის სხავადასხვა ღირებულებებს, ვცდილობდით გავერთიანებულიყავით მათ გარშემო.
ძალიან მიჭირს თქვენთან განშორება!
დიდი მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ თქვენთან მქონდა ურთიერთობა.! თქვენ ჩემი პატარა მეგობრები და მასწავლებლები იყავით. ხშირად ვამბობდი, რომ რად მინდა ტრენინგი, როცა ყველაზე კარგი ტრენერები გვერით მყავს - ეს თქვენ იყავით!
გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენთაგანი ბედნიერება იყავით სკოლისათვის!
დალოცვილი იყოს დღევანდელი დღე თქვენთვის. ბედნიერება და წარმატება გდევდეთ თან მუდამ!
ისწავლეთ, ისწავლეთ დაუსრულებლად, რამეთუ ადამიანს არაფერი ალამაზებს ისე, როგორც კარგი განათლება. იყავით ღირსეული ადამიანები და იბრძოლეთ მუდამ, დაუსრულებლად ადამიანის ღირებულებების შესაცნობად, დასაფასაებლად და დასაუფლებლად“,- წერს სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ