სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
14-06-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

დავალების თემა - „პროპორცია, პროპორციული დამოკიდებულებები“ იყო. სამიზნე ცნება კი დამოკიდებულება/ფარდობა.

მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დავალების შესრულებას თავი კარგად გაართვეს.

„მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება მათემატიკაში (პედაგოგი-ქ. ქეროფიანი). კოპლექსური დავალების შესასრულებლად საჭირო იყო ამწე, რომლის დამზადების სურვილი გამოთქვა არტურ კირაკოსიანმა.  უნდა ითქვას, რომ არტურმა შესანიშნავად გაართვა თავი ნაკისრ ვალდებულებას (ამწეს მუშაობის პროცესი ტვირთის აწევა ანუ  დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევა ). ექსპერიმენტი უნდა ჩაგვეტარებინა 3-ჯერ.  პირველი ცდისას ტვირთის მასა  თუ იყო m (გ), ცდის მეორედ ჩატარებისას ტვირთის  მასა 2 m გ-ის ტოლი გავხადეთ, მესამედ ჩატარებისას -  3 m გ-ის ტოლი. ცდის თითოეულ შემთხვევაში სახაზავის დახმარებით გავზომეთ  რა სიმაღლეზე შეძლო ამწემ ტვირთის ატანა საწყისი მდებარეობიდან  (ათვლის სათავიდან). ცდების ჩატარებისას გავითვალისწინეთ, რომ შპრიცის დგუშის დახმარებით წყლის ჭავლის შეშვებისას წყალი უნდა შეგვეცვალა თანაბრად (ჩვენ წყალს ვცვლიდით შპრიცზე არსებული დანაყოფების 2-2 ხაზით). ექსპერიმენტის შედეგებს ვინიშნავდით ლაბორატორიულ ფურცელზე. მონაცემები დავაორგანიზეთ ცხრილის სახით. სათანადო პროპორციების  დახმარებით გავარკვიეთ თუ რა დამოკიდებულება არსებობს ტვირთის მასასა და იმ სიმაღლეს შორის რა სიმაღლეზეც განხორციელდა ტვირთის ატანა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება