სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
14-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ეროვნული სამოსის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორი ინგა მეტონიძე გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვან ღონისძიებას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

„18 მაისი ქუთაისის N40 საჯარო სკოლისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. დილიდანვე განსაკუთრებით ამაღლებული განწყობა სუფევდა . სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ქართულ ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.

ეროვნული სამოსის აღსანიშნავი დღე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებითა და სათანადო პატივის მიგებით დაიწყო. გულანთებულ ჩოხოსანთა ლაშქარს სიტყვით მიმართა და ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული მიულოცა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და შემდეგ სიტყვა გადასცა ღონისძიების ორგანიზატორს, ინგა მეტონიძეს, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული ღირებულებების დამცველ-განმავითარებელი პედაგოგები და მოსწავლეები წარუდგინა. გულანთებული ქართველები პატრიოტული სულისკვეთებით მომზადებული სხვადასხვა საინტერესო ნომრებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ღონისძიება სკოლის ეზოდან სააქტო დარბაზში გაგრძელდა, სადაც სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული საპატიო სტუმრები იმყოფებოდნენ:

საქართველოს ჩოხოსანთა ლაშქრის ღირსეული წევრი, პოეტი ირმა ქურასბედიანი. ასევე ჩოხოსანი, პოეტი ნათია ჯიმშელეიშვილი. ღვაწლმოსილი კომპოზიტორი ვენერა სვანიძე. პროფესორი, მუსიკოსი გაგა შოთაძე და 27-ე საბავშვო ბაღის მასწავლებლები“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება