სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცაგერის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, პედაგოგ ნონა ბერიძის ხელმძღვანელობით, წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
14-06-2022
-
+


ცაგერის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და შემდეგ საფეხურზე ღირსეულად გადავიდნენ.

სასკოლო საზოგადოებას, ღონისძიება მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნონა ბერიძის ხელმძღვანელობით შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ნონა ბერიძე მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემაზე ყოველთვის დაუღალავად ზრუნავს და მადლიერი მშობლები, მის ამაგს ყოველთვის აღნიშნავენ.

„მართლაც, უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გაგვხადა მე-4 კლასელებმა და მათმა ენერგიულმა, კრეატიულმა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულმა დამრიგებელმა, ნონა ბერიძემ.

ულევი სიხარული და წარმატება ნონა მასწავლებელს თავის აღსაზრდელებთან ერთად. მინდა, ნონა მასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის სიტყვების ციტირება მოვახდინო, რომელიც დღეს მომწერა - „დათო მას, მინდა ორი სიტყვით მადლიერება გამოვხატო და გითხრათ, თუ, რამდენად მადლობელი ვარ ნონა მასწავლებლის. ადამიანი, რომელიც დროს და ენერგიას არ იშურებდა გიორგის სწავლისთვის... იმისათვის რომ  სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენოდა. ნამდვილად შეძლო ეს... ბავშვმა, რომელსაც ხშირად უცდებოდა გაკვეთილები, იგივე ცოდნით დაამთავრა სკოლა, რაც მისმა თანატოლებმა. ყოველ საღამოს სახლში იბარებდა და საათობით, სავარძელში ჩასმულს (ტკბილეულთან ერთად) ამუშავებდა სრულიად უანგაროდ, მხოლოდ მადლობის ხარჯზე. მადლობა ასეთი გულისხმიერი მასწავლებლისთვის“ - აქ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი გულისხმიერი პედაგოგია ნონა ბერიძე.

ძალიან მეამაყება ჩემი სკოლა: მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის, დავით ცვარიანის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება