სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს
14-06-2022
-
+


ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებმა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ბავშვებს კიდევ ერთი საინტერესო დღე აჩუქეს.

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სპეცმასწავლებლებმა სასკოლო საზოგადოების სრული მხარდაჭერით, ბავშვებს მათი დღე გაულამაზეს.

„1 ივნისი ზაფხულის პირველი დღესავით ნათელი და თბილი არსებების,ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა. ბავშვები - ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად. ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს, რომ ისინი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდნენ, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღებას შეძლებენ! გილოცავთ ძვირფასებო, ლაღ და ღიმილიან ბავშვობას გისურვებთ!

ჩვენ, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებმა, ვეცადეთ შეძლებისდაგვარად გაგველამაზებინა ბავშვებისათვის ეს დღე. უღრმესი მადლობა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგს და ბავშვებს თანამშრომლობისათვის, თანადგომისათვის, თვითმმართველობის წარმომადგენლებს: ნინი ბრეგაძეს, ელენე რობაქიძეს, თინათინ ქასრაშვილს; უფროსკლასელებს: მარიამ პაპიძეს, გურამ თორთლაძეს, ანამარია გოგოლაშვილს, ლიზი ბოგვერაძეს, სპორტის მასწავლებელს - გელა აბჟანდაძეს.

განსაკუთრებული მადლობა ფოტოგრაფს, ზური ზარნაძეს საინტერესო და მრავლისმთქმელი ფოტოებისთვის მარად გვეშრომოს ჩვენი პატარების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია სკოლის პედაგოგების მიერ გავრცელებულ წერილში.

ფოტოების ავტორი - ზური ზარნაძე:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება