| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და ამ მიზნით მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ. ამასთან, სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ახლახან, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო მაცუკატოვმა, თავის გაკვეთილზე მოსწავლეებს შესთავაზა სკოლის მიერ არჩეული პროექტის - ფინანსური წიგნიერება- რამდენიმე აქტივობა კომპლექსური დავალების ფარგლებში.
ბავშვებმა ერთად იმუშავეს ახალ სიტყვებზე: need, want. შეადგინეს მათი გამოყენებით წინადადებები და წარმოადგინეს მათთვის საჭირო, აუცილებელი და სასურველი სამომხმარებლო კალათა ახალი სიტყვებისა და ლექსიკის საშუალებით.
გაკვეთილი იყო ინტერაქტიული ხასიათის, რამაც უფრო საინტერესო და სახალისო გახადა მოსწავლეთათვის ერთი ჩვეულებრივი დღე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ