სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა
13-06-2022
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

ის სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ანა ურუშაძისა და ნინო ბაკურაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეები მასში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვაგვარი ნომრები შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, ინსტრუმენტებზე დაუკრეს. 

ღონისძიებაში მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე კლასელების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულიც, ის მთელი 133-ე სკოლაა. 

„სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენთან საოცარი ამბების ბუმი არ წყდება. ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა ყველაზე ორიგინალური, კრეატიული და მრავალფეროვანი ღონისძიება შემოგვთავაზეს . ნინო მასწისა და ანნა მასწის გუნდებმა საოცრად ენერგიული ნომრები შესთავაზეს მაყურებელს . შერკინება ქართული და ლათინო ამერიკული ცეკვების, ასევე სიმღერებისა და ინსტრუმენტების კატეგორიაში წარიმართა . ჩვენმა უნიჭიერესმა მოსწავლეებმა საოცარი ემოცია მიანიჭეს მაყურებელს და გაულამაზეს ერთი დღე როგორც პედაგოგებს, ისე უფროსკლასელ მეგობრებს.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვართ ძლიერები - ეს დღე კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა , თუ რამხელა ძალა აქვს მეგობრობას და ერთიანობას  დიდი მადლობა ჩვენს დაუღალავ და კრეატიულ პედაგოგებს და აქტიურ და ნიჭიერ მოსწავლეებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება