| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.
სკოლის ქიმიის კლუბის წევრები „ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროექტში მონაწილეობდნენ. მე-11ა კლასის მოსწავლეების პროექტი - „არაფორმალური განათლება წარმატების საწინდარია“ 922 ლარის ოდენობით დაფინანსდა.
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სურთ, სკოლის შენობაში მოაწყონ მრავალფუნქციური სივრცე, შექმნან კომფორტული გარემო, სადაც თავიანთ იდეებს ერთმანეთს გაუზიარებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ ჩაატარონ შეხვედრები, მოაწყონ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები და კონკურსები. ამ ოთახს ასევე გამოიყენებენ თვითმმართველობის წევრების შეხვედრებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები. პროექტის აქტივობებში მონაწილეობდნენ ასევე მე-3ბ კლასის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ