სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოდნა ძალაა, რომელიც წიგნებშია და ერთად გავძლიერდეთ“ - ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს „დათა თუთაშხიას“ წაკითხვა ურჩიეს 
13-06-2022
-
+


ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლებმა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ წაიკითხეს და სხვებსაც ურჩიეს გაცნობოდნენ. 

ისინი კონკურსში - „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“ ჩაერთნენ და თავიანთი სათქმელი მკაფიოდ გამოხატეს. 

ნაწარმოებს მოსწავლეები: თათია მურღულია, ეთო დანელია და დავით სურმავა, პედაგოგ მარინა ჯანაშიას ხელმძღვანელობით, გაეცნენ.

„მას შემდეგ,რაც ისწავლეს ნაწყვეტი მოსე ზამთარაძის ნაამბობი ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან „დათა თუთაშხია“ გადაწყვიტეს სრულად რომანის წაკითხვა, რათა შეეცნოთ საკუთარი თავი. ნუთუ, ჩვენც ისეთ ბრბოდ გადავიქცეოდით, როგორც ნაწყვეტშია?... კონკურსში - „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“ გამოცხადების შემდეგ  ჩავერთეთ და ჩვენს უმცროს თანატოლებსაც ვურჩიეთ ამ წიგნის წაკითხვა,რათა ერთად გვეფიქრა ტოტალიტარიზმზე, საზოგადოების ბრბოდ გადაქცევასა და ზნეობრივ არჩევანზე. ყოველივე ჩამოთვლილის ერთ ერთ მიზეზად უწიგნურობა და გაუნათლებლობა მივიჩნიეთ.                                                                            
         
ცოდნა ძალაა, რომელიც წიგნებშია და ერთად გავძლიერდეთ, რომ სწორად გავუმკლავდეთ სეთურის მსგავს სახელმწიფო მართვის ფილოსოფიას, რომ არ ამოძირკვონ ჩვენი გონებიდან ფიქრისა და განსჯის უნარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება