| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი იყო, დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მოსწავლეები თავიანთ პირველ მასწავლებელს აზა ვარდოსანიძეს, მას ვინც შეაყვარა დედა ენა, წიგნი, ასწავლა ანბანი.
„აზა მასწავლებლის ბუდიდან აფრენილები დიდ ზარ-ზეიმით დაემშვიდობნენ თავიანთ საყვარელ მასწავლებელს.
დღეს ჩვენს სკოლას სტუმრობდა ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე. სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ქალბატონი მანანა ჩუბინიძე. ასევე ჩვენი სოფლის მოძღვრები: მამა იოსები, მამა მოსე და სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მადლობა მათ მობრძანებისათვის.
მადლობა აზა მასწავლებელს, მის თითოეულ მოსწავლესა და მშობელს ასეთი ლამაზი დღისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მათგანს უსურვებენ, ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას მომავალ სასწავლო წელს, როგორც დაწყებით კლასებში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ