სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღნიშნეს
22-03-2018
-
+


მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.  

სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება მოაწყვეს, რომელსაც დირექტორი ვერა ოდიკაძე ხელმძღვანელობდა.  
 
ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბის - „ორქიდეა“ მომზადებულ აქტივობებში კი მთელი სკოლა ჩაერთო.  
 
მოზარდებმა ღონისძიების ფარგლებში კვლევა ჩაატარეს და კვლევის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებულ მითებისა და სინამდვილეზე ისაუბრეს, წარმატებული დაუნის სინდრომიანი ადამიანები წარადგინეს, ნახატების კონკურსი მოაწყვეს, კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს, სლოგანები მოიფიქრეს და გულსაბნევები დაამზადეს. 
 
„ეს მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი საქმიანობისა, რომელიც ამ გონიერმა, ჭკვიანმა, შემოქმედებითმა მოსწავლეებმა განახორციელეს. ვერა ოდიკაძე კი, ყველა აქტივობის თანამონაწილე იყო და სასკოლო ცხოვრებას ეს ლამაზი, მრავალფეროვანი და მაღალ დონეზე მომზადებული დღე აჩუქა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  
 
ღონისძიებას აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტები მოჰყვა. დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.  
 
დაუნის სინდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება