| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ერგეს საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის, ცისანა ბაბუჩაიშვილის გადაწყვეტილებით, 6 ივნისს, თემაზე -„მე ქართველი ვარ!“ ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა.
საქართველოს დროშის ფერებით მორთულ კლასში მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლებში მკაფიოდ გამოხატეს სამშობლოსადმი დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა. სცენაზე გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული. ასევე, აჩვენეს მეგობრობისა და თანადგომის უდიდესი ძალა და მშვიდობა უსურვეს მსოფლიოს.
აღნიშნული ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა გზა დაულოცეს მომავალ პირველკლასელებს და „ცოდნის გასაღები“ გადასცეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ