სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწორედ, თქვენი თაობა შექმნის ბრწყინვალე მომავალს“ - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა სამაგიდო თამაშში გაიმარჯვეს
10-06-2022
-
+


წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის მაშტაბით გამართულ სამაგიდო თამაშში წარმატებით იასპარეზეს. 

ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნილი სამაგიდო თამაში წარადგინეს. მიზანი ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება იყო. თამაშში მონაწილეობდნენ წყალტუბოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.

შეჯიბრში, რომელიც სკოლებს შორის წარიმართა, თუ რომელი შეძლებდა სამაგიდო თამაშის ყველაზე სწრაფად და წარმატებულად დახურვას, გაიმარჯვეს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ XI კლასის მოსწავლეებმა - თეკლა კუჭავამ და ლუკა ჯიქიამ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და გამარჯვებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ მათ ღირსეულ გამარჯვებას! სწორედ, თქვენი თაობა შექმნის ბრწყინვალე მომავალს. ევროპასთან ინტეგრაციით, ჩვენ მეტს შევძლებთ. საქართველო ევროპის ნაწილია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება