ვაჩიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანი გააცილეს“
07-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მათ „ანბანი გააცილეს“, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებელი არმინე პოდოსიანი იყო.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.