სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში ტერორიზმის, ომისა და ბავშვთა კონვენციის შესახებ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
07-06-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა სასულიერო სკოლის ორგანიზებული იყო. მისი თემა ტერორიზმი, ომი და ბავშვთა კონვენცია იყო.

სკოლას სასულიერო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირინა მიქავა, მოსწავლეებთან ერთად, ეწვია. მათ მასპინძლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა, მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად, გაუწია. 

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„სკოლა ძლიერია მაშინ, როცა ინკლუზიური გარემოა შექმნილი, აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემულ  სტანდარტებს, შედეგებს, კრიტრიუმებს, აღწევს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რაც ითვალისწინებს :

  • ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას;
  • ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება, ანალიზს;
  • დამოუკიდებლად ცხოვრებას, გადაწყვეტილების მიღებას;
  • იყოს შეოქმედებითი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს არსებულის ხარჯზე;
  • საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების უწყვეთ განვითარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში და მაქსიმალურ რეალიზებას;
  • იყოს კანონმორჩილი ტოლერანტი მოქალაქე;
  • დაამყაროს კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.

სკოლა ცოდნის ბურჯია, სავანეა, სადაც ყალიბდება და აქტიურ მოქალაქედ  ფორმირდება მოსწავლე. დღევანდელი მესამე თაობის გეგმა კი სწორედ თანამედროვე სასწავლო მეთოდებზეა ორიენტირებული და გათვლილია მოსწავლეზე, რომელიც სამივე სახის ცოდნას იძენს: დეკლარატიული, პირობისეული და პროცედურული.
სამოქალაქო განათლება კი სხვა საგნებისაგან განსხვავებით, ქმედებაზე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზეა ორიენტირებული.
სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უყვართ საგანი: სამოქალაქო განათლება, დადებითი მოლოდინები აქვთ ამ მხრივ, იციან, რომ სასწავლო საჭიროებებს მორგებული აქტივობები უნდა დაიგეგმოს, განხორციელდეს, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსწავლეებს, სკოლას, თემს.
სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე წარმოადგენს რეალურ მოდელს სასკოლო საზოდადოებისათვის და პირადი მაგალითის  მიცემით ნერგავს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ  სასკოლო ურთიერთობებსა და ქცევის  სტანდარტებს, ეფექტიანად წარმართვისათვის იზიარებს  და ამკვიდრებს  დემოკრატიულ ღირებულებებსა და  პრინციპებს. სწორედ ქალბატონ ინგას ხელშეწყობით  2022  წლის 1 ივნისს  სავანეთის საჯარო სკოლას ეწვია სასულიერო სკოლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ირინა მიქავა მოსწავლეებთან ერთად. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დახვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი; ლამზირა ოსეფაშვილი  მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად.  თემა იყო:  ტერორიზმი, ომი, ბავშვთა კონვენცია.
ქალბატონმა ირინამ სლაიდის სახით  წარმოადგინა მასალები, რომელიც იტვალისწინებდა ინტერაქციას, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, ასევე აჩვენებდა მედიარესურსებს ომზე, ომიტ დაზარალებულ ქვეყნებზე, მოსწავლეები ხსნიდნენ მთავარ არსს და განმარტავდნენ ბავშვის რა უფლებები დაირღვა, რომელი კანონმდებლობაა შესაბამისი.  ქალბატონმა ირინამ აჩვენა მედიარესურსები : ავღანეთის ,  აფხაზეთის ომზე და ბოლოს განიხილეს დიპლომატიის როლი.
 ბოლოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაირღეს.
ამგვარი შეხვედრის მიზანია: მოსწავლეთა ინფორმირებულობის ამაღლება,  ამგვარი აქტივობები მოსწავლეებს ხანგრძლივ მეხსიერებაში დარჩებათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება