სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხურის თემის საჯარო სკოლაში პატრიოტულ თემატიკას კვირეული მიეძღვნა
06-06-2022
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ადგილობრივი ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, ერთვებიან სხვადასხვა პროექტში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მუხურის თემის საჯარო სკოლაში კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები გაიმართა.

კვირეულში ჩაერთო მუხურის თმის საჯარო სკოლის ყველა კლასი, რომელთც სასკოლო საზოგადოებას შესთვაზეს როგორც ინფორმაციული ხასიათის შემეცნებითი  პროგრამები, ასევე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ნაწყვეტები პატრიოტულ თემაზე შექმნილი პიესებიდან.

კვირეული შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ბატონმა როდერ ცირდავამ, რომელმაც მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა ქვეყნის საკეთილდღეოდ! 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება