სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენ ვმატებთ სიყვარულს“ - ყვარლის რესურსცენტრში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
21-03-2018
-
+


ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მეშვიდე წელია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, სწორედ 7 წლის, წინ 2011 წელს დაწესდა. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია - „რას ვმატებ საზოგადოებას.“ ყვარლის რესურცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, ყვარლის რესურსცენტრი ამ დღეს საზოგადოებას სიყვარულს მატებს:

„21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელი მსოფლიო და, რა თქმა უნდა, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლები უკვე 7 წელია აღვნიშნავთ და ღონისძიებებს კვირეულის სახეს ვაძლევთ. ამ აქტივობების მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ავამღლოთ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უფლებების მიმართ მეტი ყურადღება მივაქცევინოთ სასკოლო საზოგადოებას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ყველა ადამიანის თანასწორობას აღიარებს. თუმცა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დისკრიმინაცია, სამწუხაროდ, სხვადასხვა დონეზე მაინც არსებობს. სწორედ სხვადასხვა ღონისძიებით, აქტივობით, ამ ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართვით მიიღწევა მათი თანასწორუფლებიანი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მე ვთვლი, რომ არამხოლოდ 21 მარტს, არამედ, ყოველდღე უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული,“ - აღნიშნა ქეთევან ჭიპაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება