სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

განახლებული, ფერადი ეზოები და შემოქმედებითი კონკურსი ბაღებისთვის - ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ინიციატივით, გარე სივრცეები მოეწყო
31-05-2022
-
+


ჭიათურის საბავშვო ბაღების გარე სივრცეები მაქსიმალურად ფუნქციონალურად მოეწყო. ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ადმინისტრაციამ, ბაღებისთვის კონკურსი - „ჩვენი ეზო“ გამოცხადდა. პროეტის მიზანი იყო, საუკეთესო შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ჯგუფების გამოვლენა და მათი ფანტაზიითა და მეორადი მასალების გამოყენებით, ეზოების განახლება. კონკურსში ჩართული ბაღის თანამშრომლებმა ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულეს, შედეგმაც არ დააყოვნა - ბაღების განახლებული, ფერადი ეზოები შთამბეჭდავი სანახავია. 

როგორც ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საბავშვო ბაღის ეზო თავისთავად უნდა იყოს დამატებითი ინსტრუმენტი ბავშვის განვითარების ხელშესაწყობად. ბაღის გარე სივრცე საშუალებას უნდა იძლეოდეს ბავშვი ჩაერთოს მრავალფეროვან აქტივობებში, ითამაშოს ყველამ ერთად ან მცირე ჯგუფებში, წყვილებში ან განმარტოებით, მოსინჯონ საკუთარი ძალები, განახორციელონ ჩანაფიქრი, იკვლიონ, ითამაშონ და გაერთონ.

პროგრამის ხარისხის სტანდარტი ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის მოითხოვს მათ ყოველდღიურ ჩართულობას გარე აქტივობებში. ბაღის ეზო მოწყობილი უნდა იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალურად.

სწორედ ეს იყო ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ადმინისტრაციის მიზანი, როდესაც ბაღების გარე სივრცეების მოწყობა გადაწყვიტა. თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად გამოცხადდა კონკურსი - „ჩვენი ეზო“ რომლის მიზანი იყო, საუკეთესო, კრეატიული, შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ჯგუფების
გამოვლენა.

„შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თითოეული ბაღის კოლექტივმა ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულა, მათთან ერთად აქტივობებში სისტემატიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები და თემის წარმომადგენლები. მუშაობის ძირითადი პრინციპი იყო საკუთარი შემოქმედებითი უნარებით, ფანტაზიითა და მარჯვე ხელებით შეექმნათ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მეორადი მასალების გამოყენებით. მოეწყო სენსორული ბილიკები, გაკეთდა მუსიკალური კედლები, აშენდა პატარ-პატარა სახლები განმარტოებისათვის, შეკეთდა და შეიღება ძველი ატრაქციონები, მოიხატა კედლები, გამოიყო სივრცეები აქტივობებისათვის. უნდა ითქვას რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა, განახლებულმა, ფერადმა ეზოებმა ჩვენი აღსაზრდელების ყოველდღიურობა უფრო გაახალისა და გაალამაზა“,- აღნიშნავენ ჭიათურის „გაერთიანებულ საბავშვო ბაღში.“ 

გაერთიანების ხელმძღვანელობამ კონკურსში გამარჯვებული ხუთი ბაღი გამოავლინა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება