სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა
20-03-2018
-
+


ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში მიღების პირობების, არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. ახალგაზრდებს ასევე მიეცათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საცხოვრებელ პირობებს.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 2018 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადების ტესტი.

2018-2019 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტის (მეოთხე საგანი მათემატიკა), ინფორმატიკისა (მეოთხე საგანი მათემატიკა) და თავდაცვისა და უსაფრთხოების (მეოთხე საგანი ისტორია) საბაკალავრო პროგრამებზე. აკადემიაში ჩაბარების შემთხვევაში თითოეული იუნკერი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით.

სწავლის დასრულების შემდეგ აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას- „ლეიტენანტს“.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება