სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო გრანტების ყოველწლიური კონკურსი დაწესდა
20-03-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წელს პირველად იმართება სამეცნიერო გრანტების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, სამეცნიერო პერსონალსა და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი იდეები განახორციელონ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კონკურსი ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე გაიმართება.

- ქალბატონო სესილი, რას ითვალისიწინებს ახალი ინიციატივა. ვის შეუძლია სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეობა? 

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ამ ტიპის კონკურსი წელს პირველად იმართება და ყოველწიურ ხასიათს მიიღებს. ჩატარდება წელიწადში ორჯერ - ახლა, ამ გაზაფხულზე და შემდეგ შემოდგომაზე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკა არის სამეცნიერო პერსონალის მხარდაჭერა და წახალისება. ეს კი გამოიხატება შიდასაგრანტო კონკურსებში, სხვადასხვა მასტიმულირებელ აქტივობაში. მაგალითად, გასულ წელს დავაწესეთ სამეცნიერო პრემია „თამარი“, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ამ სამეცნიერო პრემიით დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები. რაც შეეხება ახალ ინიციატივას, სამეცნიერო გრანტების კონკურსს, მასში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალს. აუცილებელია, პროექტებში გათვალისწინებული იყოს სტუდენტების ჩართულობა.

- რა მიმართულებებზე ცხადდება კონკურსი?

- კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტში არსებული ხუთივე ფაკულტეტის მიმართულებაზე -  ეკონომიკა და ბიზნესი; სამართალი; საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა; მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია; მევენახეობა-მეღვინეობა.

- ერთ ადამიანს ერთზე მეტი პროექტის წარდგენა თუ შეეძლება?

- ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება. ისე კი კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

- პროექტების შეფასების კრიტერიუმი როგორია? 

- შეფასების სისტემა არის გამჭვირვალე. ამ სისტემის მიხედვით, მნიშვნელოვანია თემის აქტუალობა, სიახლე, კვლევის მეთოდოლოგია. თავდაპირველად პროექტებს ფაკულტეტზე არსებული საბჭოები აფასებენ. ისინი შეარჩევენ ექსპერტებს. ექსპერტი შეიძლება იყოს როგორც შიდა, ასევე გარე. გააჩნია თემას, რა თემაზე იქნება წარმოდგენილი საპროექტო წინადადება. პირველადი გადარჩევა ხდება სწორედ ფაკულტეტის საბჭოზე. შემდეგ ფაკულტეტების საბჭოები გამარჯვებულ პროექტებს წარმოადგენენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში და ჩვენ ვამოწმებთ, რამდენად აკმაყოფილებს პროექტი კონკურსის  პირობებს. მონიტორინგსაც ჩვენ ვაწარმოებთ, თუ როგორ განახორციელებენ გამარჯვებულები პროექტს. 

- კონკურსის ფარგლებში რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება და რა რაოდენობის გრანტი გაიცემა?

- გაზაფხულის სემესტრში 5 გამარჯვებული გამოვლინდება, შემოდგომაზეც - 5. ანუ 2018 წელს 10 გამარჯვებულზე გაიცემა გრანტი, რომლის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 500 ლარს. უნივერსიტეტი დამატებით დააფინანსებს სამეცნიერო ნაშრომის დაბეჭდვის ხარჯებს იმ ჟურნალში/კრებულში/საკონფერენციო მასალებში, რომელიც ინდექსირებულია web of scince, scopus, SCImago Journal Rank, ERIH plus ბაზებში. წარმატებული პროექტების ავტორებს უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს კვლევების გაგრძელებაში. ასევე სამომავლოდ დაგეგმილია ფუნდამენტური კვლევებისთვის საგრანტო კონკურსის გამოცხადება, რაც მკვლევრებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება