სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორია მეტროს მემანქანის, გიორგი კანდელაკის ერთი ჩვეულებრივი დღე
03-05-2018
-
+


გიორგი კანდელაკი 35 წელია მეტროს მემანქანეა და ახალბედებსაც ასწავლის პროფესიას. ამბობს, რომ ამ სფეროში შემთხვევით მოხვდა. ამდენი წლის მუშაობის შემდეგ კი სიამაყის გრძნობა აქვს - მის მიერ მართული მატარებლით, დღეში უამრავი ადამიანი გადაადგილდება და მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად ეკისრება. 

რამდენი საათი უწევთ მეტროს მემანქანეებს მიწისქვეშ ყოფნა და როგორია მათი ერთი ჩვეულებრივი დღე? - მეტროს მემანქანის პროფესიის სპეციფიკურობაზე Etaloni.ge-ს გიორგი კანდელაკი ესაუბრა.

- 35 წლის წინ მეტროს სტამბაში ვმუშაობდი. მაშინ მოგვიწია განცხადების დაბეჭდვა, რომ მემანქანეები ესაჭიროებოდათ და მსურველებს ამ პროფესიის შესასწავლად იწვევდნენ. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა. სტამბაში დაბალი ხელფასი იყო. მეტროს მემანქანეებს კი მეტი ანაზღაურება ჰქონდათ. წავედი, დავამთავრე შესაბამისი მართვის კურსები და მემანქანედ აქამდე შემოვრჩი. ვამაყობ, რომ მეტროს მემანქანე ვარ და კარგს ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის. დღეში ათასობით მგზავრი გადაგყავს, მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხარ და არ უნდა იამაყო?! ყველაზე მეტად ის მეამაყება, გასული საუკუნის 90-იან წლებში მეტრო რომ არ გავაჩერეთ და არავის გავაძარცვინეთ. მაშინ მეტროპოლიტენის უფროსი იყო გურამ გაბუნია და ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. იცით როგორ ვამუშავებდით მატარებლებს? არც დენი იყო, არც მატარებლის ნაწილები... ერთს რომ შეკეთებაზე გაგზავნიდნენ, იმას რაღაც ნაწილს ვხსნიდით და სხვა მატარებელს ვუკეთებდით, რომ მუშაობა არ შეგვეწყვიტა. მაშინ ასე რომ არ გვეყოჩაღა, დღეს მეტრო აღარ გვექნებოდა. დღეს უკვე კარგი სიტუაციაა. ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა. ვაგონებიც გამართულია, კამერებიც არის დაყენებული ვაგონებში და მემანქანე აკონტროლებს ბაქანსა და ვაგონებს. ქარხანაც კი გვაქვს და ყველა მატარებელი იქ არის მოდერნიზებული. სხვათა შორის, ახლა უკვე იმაზეა საუბარი, რომ მთლიანად აქ აიწყოს მატარებელი. თუ მოვინდომეთ, გამოგვივა, ქართველებმა საქმის კარგად კეთებაც ვიცით. 

- გახსოვთ, პირველად როგორ გაატარეთ მატარებელი? 

- დიახ და სასწაული შეგრძნება იყო. კარგი მასწავლებელი მყავდა - მთელი 8 საათი ფეხზე იდგა და ხელებში მიყურებდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. რვათვიანი პრაქტიკის მერე, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მარტოს რომ მომიწია მატარებლის მართვა, ძალიან ავღელდი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. სხვასთან ერთად დაგყავს მატარებელი და მერე უცბათ მარტო რჩები. გგონია, ყველაფერი იცი და როცა პრობლემას აწყდები, თავში ყველაფერი გერევა. ახლა ინსტრუქტორი ვარ, სხვებს ვასწავლი. მეუბნებიან ხოლმე, ვიცით, მაგრამ გვავიწყდება, როცა რამე პრობლემა იქმნებაო. ვიცი, მეც ეგრე მემართებოდა, მეც მავიწყდებოდა-მეთქი, ვანუგეშებ.

- რამდენი საათი გიწევთ მიწისქვეშ ყოფნა? 

- მემანქანის მუშაობა დღეში 6-საათიანია. კვირაში მემანქანის გვირაბში მუშაობამ 40 საათს არ უნდა გადააჭარბოს და ეს იმიტომ, რომ  გვირაბში ჯანმრთელობისთვის მავნე პირობებია და იქ დიდხანს ყოფნა არ შეიძლება.

მეტროში ყოველთვის სტაბილურად ხელფასი გვქონდა. მაშინაც კი, როცა ქვეყანაში ომები და გაჭირვება იყო. იყო პერიოდი, საათობით ჩერდებოდნენ გვირაბებში მატარებლები. რაც მე ხალხი მყავს ვაგონებიდან გამოყვანილი...

მეტროს მემანქანე ფიზიკურად არ იღლება. ვიღლებით მუდმივი დაძაბულობის გამო. არ შეიძლება, თუნდაც რამდენიმე  წამით მოადუნო ყურადღება, ეს კი ფიზიკურ შრომაზე მეტად გღლის.

- ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როცა ადამიანები მეტროში თავის მოკვლას გეგმავენ და, ხშირ შემთხვევაში, ახორციელებენ კიდეც...

- ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ იშვიათად. ახლა კი მომრავლდა, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ნებისმიერ ჩვენგანზე. რამდენიმე დღის წინაც, „დიდუბესა“ და „გოცირიძეს“ სადგურებს შორის, ხიდზე, სადაც მეტროს მატარებლები დადიან, 70 წლის დუშელი კაცი გარდაიცვალა. საიდან მოხვდა იმ ტერიტორიაზე, ეშმაკმა იცის. შეიძლება აერია რაღაც და აკრძალულ ტერიტორიაზე მოხვდა. მატარებელი როცა გაქანებული მიდის, 100 მეტრი მაინც სჭირდება, რომ გაჩერება შეძლოს. მემანქანემ დაინახა და დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც დაარტყა და გადააგდო...

- პირადად თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ბაქანზე შესვლისას ადამიანი გადმოგიხტათ?

- მე პირადად არა, მაგრამ, როცა სხვა მემანქანეს უხტებიან, ძალიან მძიმეა სიტუაცია. რეაბილიტაციას გადიან და ძლივს გამოდიან მდგომარეობიდან, რომ სამუშაოს დაუბრუნდნენ. ასეთ დროს მემანქანეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია - ვერც გადაუხვევ... ამუხრუჭებ და ელოდები. ან გადარჩება ადამიანი და ან - ვერა. ყველა შეჩვეული ვართ, რომ რადგან აქ ვმუშაობთ, შეიძლება ასეთი რამ მოგვიხდეს. ვერ ეგუები, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. 

- პრეტენზიული მგზავრები თუ შეგხვედრიათ?

- რამდენიც გინდათ... მაგალითად, მოდის დედა-შვილი. ბავშვი შევარდა ვაგონში, დაიკეტა კარი და დედა დარჩა ბაქანზე. შენ ხომ ვერ სცნობ, რომ ისინი დედა-შვილნი არიან და განცალკევდნენ?! მოდის დედა და ტეხს ერთ ამბავს - სად იყურები, ჩემი შვილი შევიდა და მე გარეთ დავრჩიო. ზოგი საყვედურს გეუბნება, რატომ დაამუხრუჭეო... ერთი მომვარდა, ევროპაში ვარ ნამყოფი და იქ ასე არ ატარებენ მატარებელსო. არადა, იქაც ასე ატარებენ, მაგრამ ხომ უნდა თქვას, ევროპაში რომაა ნამყოფი?!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება