სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეს, რომელიც „ეტალონში“ მონაწილეობს,  შინაგანი მოტივაცია აქვს“- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
20-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

19 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ლანჩხუთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 20 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.


თამარ თოხაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ჩემი მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო ათეულშიც მოხვედრილან. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. წლების წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გახდა. მან ჩვენთან დაამთავრა 9 კლასი, შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა და „ეტალონში“ იმ სკოლის სახელით მონაწილეობდა. ჩვენთვის მისი გამარჯვება ძალიან დიდი სტიმული იყო და ეს ბავშვებთან ყოველთვის მაგალითად მოგვყავს. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, შეფერხებების გარეშე ჩაიარა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ კითხვაზე მოსწავლეებს დრო არ ეყოთ. ამის გამო შედეგიც არ არის ისეთი, როგორსაც ველოდი.

შორენა მუკბანიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში ერთი მოსწავლე მონაწილეობდა. პროცესმა ნორმალურად ჩაიარა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ჩვენ ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველწლიურად აქტიურად ვერთვებით. ვფიქრობ, რომ მასში მიღწეული წარმატება მოსწავლეებზე დადებითად აისახება. მათ მოტივაცია ეძლევათ და თავიანთი ცოდნის გამოცდის შესაძლებლობა აქვთ. მე „ეტალონით“ ძალიან კმაყოფილი ვარ.

ტარიელ ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. ტესტირების პროცესმაც კარგად ჩაიარა. ჩემპიონატში მიღწეული წარმატების შემდეგ ბავშვებს მეტი მოტივაცია აქვთ. ჩემი დამოკიდებულება „ეტალონის“ მიმართ დადებითია. მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება ისეთი მაღალი იყო, როგორსაც მეც არ ველოდი.

ამირან დობორჯგინიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველწლიურად მონაწილეობს. ახლაც საკმაოდ ბევრი მოსწავლე ჩაერთო. ზოგიერთ მათგანს ტესტირების გავლა ცოტა გაუჭირდა, რაც, ჩემი აზრით, პანდემიის ბრალია. მეორე ეტაპზე 2 მოსწავლე გადავიდა, ისინი მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. ზუსტად „ეტალონზე“ ვლაპარაკობდით დილით სამასწავლებლოში. „ეტალონის“ დანიშნულებაა გამოავლინოს ის მოსწავლეები, რომელთაც მაღალი ინტელექტი აქვთ და თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა სურთ. ვფიქრობ, რომ შემდეგ ჯერზე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ახლა ტესტის გავლა გაუჭირდათ, კარგი შედეგი ექნებათ. ახლა მეორე ეტაპს ველოდებით და წარმატების იმედი გვაქვს.

თამაზ კილაძე, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნებისმიერი ინტელექტუალური კონკურსი, რომელშიც მოსწავლე დამოუკიდებლად მონაწილეობს, მათთვის სასარგებლოა. ამას მოსწავლეც დიდი ინტერესით ეკიდება, რადგან ის მის განმსაზღვრელ შეფასებაზე არ აისახება. მოსწავლეები „ეტალონში“ საკუთარი ინიციატივით რეგისტრირდებიან. რამდენიმე ჩვენი მოსწავლე ისე იყო დარეგისტრირებული, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით და შემდეგ გავარკვიეთ. რომელი ღონისძიებაც სკოლაში იმართება, ობიექტურია, ბავშვმაც იცის, რომ საკუთარ თავს ამოწმებს და დამოუკიდებლად მუშაობს. მოსწავლეს, რომელიც „ეტალონში“ მონაწილეობს,  შინაგანი მოტივაცია აქვს და რა თქმა უნდა, თუკი ის წარმატებას მიაღწევს, ეს უკვე სტიმულის მიმცემია და სიამაყის გრძნობას უჩენს. ჩემი სკოლიდან მეორე ეტაპზეც გადავიდნენ და ვნახოთ, რა შედეგს დადებენ.


ასევე იხილეთ: 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ლანჩხუთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება