სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები თიხის სახელოსნოს სტუმრობდნენ
25-11-2026
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები კერამიკული ნაკეთობების შექმნას თიხის სახელოსნოში დააკვირდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა.

ბავშვები სოფელ შროშას ესტუმრნენ, სადაც „კოპა-კერამიკას“ დამფუძნებელი გელა კოპაძე თავის ოსტატებთან ერთად დახვდა და თიხის დამუშავებისა და კერამიკული ნაწარმის შექმნის საოცარი სამყარო გააცნო.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს თიხის საწარმო, გაეცნენ თიხის დამუშავების ეტაპებს, ნივთების შექმნის ტექნოლოგიასა და იმ საინტერესო პროცესს, რომლის შედეგადაც უბრალო თიხა ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნება.

თეორიული ცოდნა ბავშვებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებად იქცა - მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს თიხის ნივთები, გამოძერწეს, მოხატეს, მოაჭიქურეს და შემოქმედებით პროცესში აღმოაჩინეს, რამდენი შრომა, მოთმინება, ფანტაზია და სიყვარულია საჭირო თითოეული ხელნაკეთი ნივთის შესაქმნელად.

„ეს დღე მხოლოდ გასვლითი აქტივობა არ ყოფილა. ეს იყო ქართული ტრადიციების გაცნობა, კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ცოდნის მიღება უშუალო გამოცდილებით. როდესაც ბავშვი თავად ეხება, ქმნის, აკვირდება და აღმოაჩენს, ცოდნა მისთვის უფრო საინტერესო, ცოცხალი და დასამახსოვრებელი ხდება. ჩვენი საქართველო სწორედ ასეთი მოგზაურობებით, ადამიანებით, ტრადიციებითა და აღმოჩენებით გვიყვარდება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გასვლითი აქტივობის ავტორი გახლავთ კლასის ხელმძღვანელი და საგნის „ჩემი საქართველოს“ მასწავლებელი ფიქრია ხუჯაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

რა წესების დაცვა ევალებათ საბავშვო ბაღებს? - პერსონალის პასუხისმგებლობა და აკრძალვები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

სკოლის დირექტორმა მიულოცა და გულითადი მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, კარმენ გომციანს გაწეული შრომისთვის

ვიზიტორებმა ექსკურსიის ფარგლებში, თანმხლები პირის დახმარებით, ნახეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება