| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისში გამართულ საინტერესო შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ინიციატივით, გაიმართა ნორვეგიელი რეჟისორის, ტომი გულიკსენის, მრავალი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის - „Facing War“ ჩვენება. ფილმი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქმიანობის ბოლო, გადამწყვეტ წელს ასახავს და მაყურებელს საერთაშორისო დიპლომატიური მოლაპარაკებების კულისებს მიღმა ახედებს.
ფილმის ჩვენებას წინ უძღოდა ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული შემეცნებითი ვიქტორინა, რომლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ცოდნა გამოევლინათ და სწორი პასუხებისთვის საელჩოებისგან სამახსოვრო საჩუქრები მიეღოთ.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ რუმინეთის ელჩი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრამ ახალგაზრდებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიპლომატებისა და ექსპერტების მოსაზრებებს, დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ საინტერესო მსჯელობაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ზუგდიდიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილებისთვის.
„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები, დიპლომატიის მნიშვნელობა, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და აქტიური მოქალაქეობის როლი.
ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და ახალგაზრდების ჩართულობა - შესაძლებლობა, უკეთ გავიგოთ თანამედროვე სამყარო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი