სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფასო სტაჟირება და 1980 ლარიანი ვაკანსია „ექე“-ში
29-05-2022
-
+


ხარისხის განვითარების ცენტრი საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე, ვაკანსიას აცხადებს - ანაზღაურება გახლავთ 1980 ლარი.

კოორდინატორის ფუნქციებია: უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ცენტრში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა და განცხადების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით...

კანდიდატს ევალება შემდეგი საკითხების ცოდნა: 

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი  „უმაღლესი განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; ვ) „საქართველოში  გაცემული საგანმანათლებლო  დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №98/ნ ბრძანება; ზ) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება; თ) ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ცნობის კონვენცია, ლისაბონი. 1997 წელი; ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ასევე აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შერჩევის მიზნით:

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს სტაჟიორი

2. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი

3. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი

4. ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის (ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით) სტაჟიორი

5. ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის (საქმისწარმოების მიმართულებით) სტაჟიორი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება