სიახლეები
ეტალონი

ბორჯომელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება
10-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტელექტუალური კონკურსი ამჯერად ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება და მასში ჩართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 19 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. ინტელექტუალური კონკურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ვმუშაობთ ბაღებში საბაზო ხელფასის დადგენაზე... დასარეგულირებელია, ვის ჰქვია აღმზრდელ-პედაგოგი...“ 

„გრიპი ჩაანაცვლა ვირუსმა, რომელიც ფილტვების ანთების მიზეზი ხდება“... - ივანე ჩხაიძე

სკოლის დირექციას დამატებითი ვალდებულებები განესაზღვრა - მასწავლებელთა ახალი სქემის დეტალები

„ეროვნულების კონტექსტში, მალე დამტკიცდება ანკეტები, სადაც უმაღლესთან ერთად, პროფესიულ მიმართულებებსაც აირჩევთ“

რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს პირველკლასელს რეგისტრაცია - დეტალები და განმარტებები 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები სამეგრელოში გავრცელებულ მეურნეობის დარგებსა და ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს გაეცნენ

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ხორენიის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუზანნა მელდონიანი

„საუკეთესო საჩუქარი წიგნია, ხოლო ყველაზე ძვირფასი-საკუთარი ხელით დამზადებული“

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება