სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარ სახლში მცხოვრებ მოხუცებს თანადგომა გამოუცხადეს
14-03-2018
-
+


ბათუმის მეორე საჯარო სკოლის აღსაზრდელები წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სავანეს ესტუმრნენ.

სავანეში ის მოხუცები ცხოვრობენ, რომლებსაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მოსწავლეებმა მოხუცებს გაზაფხულის დადგომა ზეიმით მიულოცეს. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები  წაიკითხეს ლექსები და მათ სითბო და სიყვარული აგრძნობინეს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საკმაოდ ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო, რომელსაც ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. მოსმენილმა ისტორიებმა მოსწავლეებში ემპათიის გრძნობა აღძრა. 

ბავშვებმა მოხუცებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. მასწავლებლების თქმით, მოხუცებს სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მოზარდებმა შეძლეს მოხუცებს ცხოვრებისგან შემორჩენილი ყველანაირი პრობლემის დავიწყებაში დახმარებოდნენ. 

სკოლის ადმინისტრაცია უერთდება მოსწავლეების მილოცვას და სავანეში მცხოვრებ მოხუცებს ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს!

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება