| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგამოცდო პერიოდი ახლოვდება და დუღილის ტემპერატურაც იმატებს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულა და გადასალახი ბარიერი. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, Etaloni.ge-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით განმარტებას აკეთებს:
„ინფორმაცია, თითქოს საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იქნება, მცდარია. 60 ქულა არის არა გამოცდის, არამედ საცდელი ტესტირებაზე გამოყენებული ტესტის მაქსიმალური ქულა. აგრეთვე, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მინიმალური ბარიერი საცდელი ტესტირების შედეგების მიხედვით განისაზღვრება. მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დადგენა, ასევე მაქსიმალურ ქულათა რაოდენობისა და საგამოცდო ტესტის საბოლოო ფორმატის განსაზღვრა შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურით ხდება. რაც შეეხება საცდელ ტესტირებას, მისი მიზანია ტესტურ დავალებათა ფსიქომეტრული ანალიზი, რომლის შედეგადაც დგინდება თითოეული დავალების სირთულე და სხვა ფსიქომეტრული მონაცემები. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია საგამოცდო ინსტრუმენტების მომზადებისა და დახვეწისათვის, ასევე იმისათვის, რომ ტესტი მაქსიმალურად რელევანტური იყოს იმ პოპულაციისთვის, რომელიც აპირებს გამოცდის ჩაბარებას. გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოგვიანებით, დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ