სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„პირველ რიგში საჭიროა, სკოლის სრული ინტერნეტიზაცია და აღჭურვა კომპიუტერებით“- ლეილა აფციაური, დაბა მანგლისის N1 სკოლის დირექტორი
04-05-2022
-
+


კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.


- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ძირითადად სწავლა მიმდინარეობდა საკლასო ოთახებში, თუმცა გარკვეული პერიოდი იყო დისტანციური და ჰიბრიდული სწავლებაც, მიუხედავად პანდემიისა სკოლამ სტანდარტით განსაზღვრული მიზნებს ახორციელებს.
დისტანციურ სწავლებას ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები, მასწავლებლები გაკვეთილებზე წარმატებით იყენებდნენ უამრავ ელექტრონულ რესურს და თვალსაჩინოებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების უნარის განვითარებას.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- საჭიროების შემთხვევაში, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო ჰიბრიდული მოდელი, ვინაიდან მთლიანად სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უფრო არ არის მიზანშეწონილი.

- როგორ აფასებთ კოვიდტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

-  ტესტირება მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვინაიდან ხელს უშლის გარკვეულწილად პანდემიის უფრო მეტად გავრცელებას. თუ  საქართველოში აღარ დაფიქსირდება პანდემიის შემთხვევა ავტომატურად აღარ იქნება საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე  მისი საჭიროება აუცილებელია.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?

- ვინაიდან სკოლას დიდი როლი მიუძღვის მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე ღირსეული მოქალაქის აღსაზრდელად, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნით და მისი გამოყენებით ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, საჭიროა პირველ რიგში სკოლის სრული ინტერნეტიზაცია და აღჭურვა კომპიუტერებით, რათა  მოსწავლეებს მუდმივად მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოებები და რესურსები.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ ?

- განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებში ყველაზე მეტად ამ ეტაპზე მომწონს კომპლექსური დავალებების დანერგვა სასწავლო პროცესში.
როდესაც მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს და თვითონ ქმნის თვალსაჩინოებას, უფრო უკეთესად იგებს მასალას და მის მეხსიერებაში დიდხანს რჩება მკვიდრი წარმოდგენების სახით.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება