სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ საგამოცდო ტესტის გამსწორებლების კონკურსს აცხადებს
04-05-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის ტესტის გამოსწროებელთა კონკურსს აცხადებს; შერჩევა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  15 მაისს ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე  http://emarker.naec.ge/eMarker  7 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).

კონკურსის დაწყებამდე (7 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით) მონაწილეებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ, კერძოდ, გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, რომ კანდიდატი გაეცნოს ქვემოთ თანდართულ ფაილში მოცემულ დავალებებსა და მათ შეფასების სქემებს; შემდეგ კი დაიწყოს ვარჯიში ამგვარად:

ვებგვერდზე http://emarker.naec.ge/eMarker შესვლის შემდეგ დააჭიროს ღილაკს „გასწორების გვერდზე გადასვლა“, წაიკითხოს კონკრეტული დავალების პასუხი, საკუთარი შეფასება ჩაწეროს ქვემოთ ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ უჯრებში და დააჭიროს ღილაკს „შენახვა“. ეს  უნდა გაიმეოროს იმდენჯერ, სანამ არ ამოიწურება გასასწორებელი დავალებები და არ გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“.

გამოიყენეთ შემდეგი შეფასების სქემა.

მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 15 მაისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. მსურველებს საშუალება ექნებათ, სახლიდან შევიდნენ ბმულზე http://emarker.naec.ge/eMarker და გაასწორონ აბიტურიენტთა ნამუშევრები, რათა გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.

მსურველებმა უნდა იმუშაონ მანამდე, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“. 

არაუგვიანეს 20 მაისისა, შედგება რეიტინგული სია და კონკურსის შედეგები ეცნობებათ წარმატებულ მონაწილეებს.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

უნდა ჰქონდეს მათემატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ასევე CV და პირადობის მოწმობის ასლი);

  • ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება