სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოში საკმაოდ დიდხანს იყო სკოლები დახურული“...
03-05-2022
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ემი კლერსმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა ოჯახურ გარემოში, პანდემიის დროს, სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესს ჩამორჩა

როგორც კლერსმა აღნიშნა, სკოლების დახურვა პანდემიის პირობებშიც კი, ბოლო ნაბიჯად უნდა განხილულიყო, ყველა სხვა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ.

„პანდემიას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდა ბავშვების სწავლასა და განვითარებაზე მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში საკმაოდ დიდხანს იყო სკოლები დახურული და ამან სწავლის ხარისხზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, სასწავლო პროცესი საქართველოში დისტანციურ-ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, მაგრამ რეალურად, ძალიან ბევრი მოსწავლე, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა ოჯახურ გარემოში, ბუნებრივია, ამ სასწავლო პროცესს საკმაოდ ჩამორჩა. ჩვენ მთელი პანდემიის განმავლობაში მხარდაჭერას ვუწევდით იმ იდეას, რომ სკოლების დახურვა უნდა ყოფილიყო ყველაზე ბოლო ნაბიჯი ყველა სხვა სტრატეგიის მოსინჯვის შემდეგ და ამას ისევ გავაგრძელებთ, რადგან ის ტვირთი, რაც ბავშვებს აწევთ სკოლის დახურვის შემთხვევაში, დიდი უარყოფითი გავლენის მომხდენია.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენს გვაქვს უკვე მტკიცებულებები გლობალურად და ვიცით, რომ შესაძლებელია ამ დანაკარგების ანაზღაურება, თუკი განათლების სისტემა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომ ცოდნის დანაკარგი ანაზღაურდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმოს".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება