სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გავაზის საჯარო სკოლის გოგონათა კვარტეტი უახლოეს მომავალში ნიუ-იორკს ესტუმრება
14-03-2018
-
+


გავაზის  საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა კვარტეტი ,,ანეთი“ ,,რადიო დარდიმანდის" გადაცემას ,,დარდიმანდის  აღმოჩენა“ მირანდა  მაისურაძესთან ერთად სტუმრობდა. 

კვარტეტის წევრებმა ეთო  ხუციშვილმა, ანი თანდილაშვილმა, ანი ჩუგოშვილმა და ანი  ჩეკურიშვილმა პირდაპირ ეთერში ჯგუფის შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.  

კვარტეტის მუსიკალური  ხელმძღვანელი იზა წყალობაშვილია, რომელიც გოგონათა ჯგუფს 2015  წლის გაზაფხულზე ჩაუდგა სათავეში. იზა წყალობაშვილი გავაზის საჯარო სკოლაში ხალხური  სიმღერებისა და საკრავების შემსწავლელ წრეს ხელმძღვანელობდა. 
 
ჯგუფმა პედაგოგთან ერთად უამრავ წარმატებას მიაღწია. გასვლითი კონცერტები ეწყობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საიდანაც I და II  ადგილი ჩამოჰქონდათ.   

ჯგუფს კონცერტი ჰქონდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე სამების საკათედრო  ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრსა და ბაქოში, სადაც 1-ლი ადგილი მოიპოვა.
„ანეთი“ იმყოფებოდა ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზეც, საიდანაც გრამპრი ჩამოიტანა.

კვარტეტის წევრები ამჟამად მიწვეული არიან საბერძნეთში ავთანდილ მიქაბერიძის მიერ, კავკასიის კულტურის სახლში, სადაც ქართული წიგნის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება. 

უახლოეს მომავალში ჯგუფი ანსამბლ „კახელოსთან“ ერთად ნიუ-იორკს ესტუმრება. „ანეთი“ ანსამბლ „კახელოს“ ძირითადი ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია სამი სოფლის  63 მოსწავლე.   

„ანსამბლში დუღს სიცოცხლე და სიმღერის სიყვარული. სიმღერების უმეტესობა შექმნილია პოეტ ნელი თედეიშვილის ლექსებზე.

ანსამბლის  გამორჩეული  სიმღერაა  საგალობელი - „სულში რომ სახლობს ნეტარი“. 
ასევე განსაკუთრებით ძვირფასია „ბილიკი შენს გულზე ნატარი“, რომელიც ყველა პატრიოტ ქართველს, განსაკუთრებით კი თანასოფლელ დავით  ხახუტაშვილს ეძღვნება. დავით  ხახუტაშვილი ქვეყანაზე, საკუთარ კუთხეზე, სოფლის მოსახლეობასა და ახალგაზრდობაზე ზრუნავს“, - აღნიშნავს იზა წყალობაშვილი.  

იზა წყალობაშვილი გავაზის საჯარო სკოლის დირექტორს ლელა კაპანაძეს ანსამბლის განვითარებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.   

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება