სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებმა საცდელ ტესტზე 60-დან  5, 8, 9 ქულები აიღეს - წამყვანისა და მენტორის საგამოცდო ზღვარი მოგვიანებით გახდება ცნობილი
03-05-2022
-
+


წამყვანი და მენტორი მასწავლებლების საგამოცდო ზღვარი და მაქსიმალური ქულა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა უკვე ვიცით, რომ საცდელი ტესტირების მაქსიმალური ქულა 60 იყო. საცდელი ტესტირების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

საცდელ ტესტი 4 ვარიანტისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობა 1400-მდე მსურველმა მიიღო. თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებული შედეგები სახარბიელო სულაც არ არის. ტესტირებაში ყველაზე მაღალი ქულა იყო 44, რომელიც მხოლოდ ერთმა მონაწილემ მოიპოვა. ყველაზე დაბალი შედეგი - 5 ქულა დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 6-მა აპლიკანტმა მხოლოდ 8 ქულის მოპოვება შეძლო, 10-მა აპლიკანტმა კი 9-ის.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საცდელ ტესტირებაზე მასწავლებლებმა საკმაოდ დაბალი შედეგები აჩვენეს, რაც გვაფიქრებინებს იმასაც, რომ საგამოცდოდ წამყვანისა და მენტორის ტესტირებაზე გამსვლელი ზღვარი საკმაოდ დაბალი უნდა იყოს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დადგენა, ასევე მაქსიმალურ ქულათა რაოდენობისა და საგამოცდო ტესტის საბოლოო ფორმატის განსაზღვრა შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურით ხდება. რაც შეეხება საცდელ ტესტირებას, მისი მიზანია ტესტურ დავალებათა ფსიქომეტრული ანალიზი, რომლის შედეგადაც დგინდება თითოეული დავალების სირთულე და სხვა ფსიქომეტრული მონაცემები. 

საცდელი ტესტირების შედეგები წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისათვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება