სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რაზე შეთანხმდნენ ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
13-03-2018
-
+


„მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ“ - ასე ერქვა პროექტ-ღონისძიებას, რომელიც ვალის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ პედაგოგები - ირმა ხითარიშვილი და ლიანა სარიშვილი. 

პროექტში V, VI, VII, VIII, IX, X, და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში დახატეს ქალური და მამაკაცური პროფესიები, დაათვალიერეს სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოთა ილუსტრაციები და დაადგინეს, დაცული იყო თუ არა გენდერული ბალანსი.   

მეათე და მეთერთმეტე კლასელებმა აუდიტორიას წარუდგინეს ესეები, შესაბამისი საინფორმაციო მასალა და პირადი დამოკიდებულების გამომხატველი პლაკატები.   

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს საზოგადოების მოსაზრებები გენდერულ საკითხებსა და ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე. თავიანთი გამოკვლევის შედეგები მოსწავლეებმა მინი-ბანერებისა და მოკლე რეფერატების სახით წარუდგინეს მსმენელებს.საინტერესო გახლდათ დისკუსია, რომელიც ზოგიერთი სტერეოტიპის გაანალიზებას მოჰყვა.
 
საბოლოოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ: „სტერეოტიპები არარეალურია, მთავარია შედეგი! მნიშვნელოვანია, რომ საქმე აკეთოს მან, ვისაც ეს კარგად გამოსდის! უარი ვთქვათ სტერეოტიპებზე და დავიცვათ ერთანეთის უფლებები!“    

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება