სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
12-03-2018
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები, თბილისის სასულიერო აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები და აკადემიის იუნკერები იღებენ.

ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნეს.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება