სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კომიქსები შექმნეს
19-04-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში, ამჯერად დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა.

მათ შორის მოსწავლეებმა შემდეგი კომიქსები შექმნეს:

  • მე-7 კლასის მოსწავლემ, ნინი ცინცაძემ - „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“;
  • მე-7 კლასის მოსწავლემ, ელენე ევგენიძემ - ნოდარ დუმბაძის „სისხლი“;
  • მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ასმათ თავდგირიძის ხელმძღვანელობით შექმნეს „მგელი და კრავი“ კომიქსი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კომიქსების შექმნაში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

იხილეთ მოსწავლეების კომიქსები ბმულებზე:  მე-4 კლასელები „მგელი და კრავი“, მე-7 კლასის მოსწავლე ნინი ცინცაძე - „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“, მე-7 კლასის მოსწავლე ელენე ევგენიძემ - ნოდარ დუმბაძის „სისხლი“.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება