სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მასწავლებელი  ნანა გიორგაძე თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
07-10-2026
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მასწავლებლის - ნანა გიორგაძის განსაკუთრებული წვლილი თაობების აღზრდასა და განათლებაში საზეიმოდ აღინიშნა. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი 5 ოქტომბერს გაიმართა.

რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს ორგანიზებით მასწავლებლის დღე ლამაზად და ორგანიზებულად აღინიშნა. განსაკუთრებული ღვაწლისა და პროფესიული საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან წარდგენილი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

სკოლა „ანაბასისიდან“ ამ საპატიო ჯილდოზე ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე იყო წარდგენილი.

სკოლაში პედაგოგის პროფესიის, შრომისა და პასუხისმგებლობის დაფასება და ნანა გიორგაძეს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ. 

„ნანა მასწავლებელი ის პროფესიონალია, რომლის საქმიანობაშიც ცოდნა, შრომისმოყვარეობა, შემოქმედებითობა და მუდმივი სიახლეების ძიება ბუნებრივად ერთიანდება.

მისი ხელოვნების გაკვეთილები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი ხდება - მრავალფეროვანი აქტივობებით, ელექტრონული რესურსებით, შემოქმედებითი დავალებებითა და იმ გამოცდილებით, რომელსაც ბავშვები საკლასო ოთახის მიღმაც იღებენ.

მუზეუმებსა და სხვადასხვა ისტორიულ ძეგლზე სტუმრობისას არქიტექტურა და ფერწერა ჩვენი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ცოცხალი და ადვილად აღსაქმელი ხდება - იმდენი ცოდნა და საინტერესო ინფორმაცია მიჰყვებათ ნანა მასწავლებლის გაკვეთილებიდან. ალბათ სწორედ ეს არის ნამდვილი პედაგოგიური შედეგი - როდესაც გაკვეთილი მთავრდება, მაგრამ მიღებული ცოდნა მოსწავლეს არ ტოვებს.

მიღებული ცოდნა სკოლიდანაც მიჰყვებათ. წლების შემდეგ, ევროპის თუ სხვა ქვეყნების მუზეუმებში, ტაძრებსა და ისტორიულ ქალაქებში სტუმრობისას, ჩვენი ყოფილი მოსწავლეების თვალწინ კვლავ ცოცხლდება ის, რაც ნანა მასწავლებლის გაკვეთილებზე ისწავლეს. ნაცნობი ნახატი, არქიტექტურული დეტალი, ხელოვნების ნიმუში თუ ისტორიული ძეგლი მათთვის უკვე უბრალოდ სანახაობა აღარ არის - ისინი მას იცნობენ, აღიქვამენ და საკუთარი ცოდნით კითხულობენ.

ეს არის მასწავლებლის მიერ დატოვებული კვალი, რომელიც სკოლის კედლებს სცდება და მოსწავლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება.

ნანა მასწავლებლის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მისი შემოქმედებითი ინიციატივები. ყოველწლიურად ტარდება ხელოვნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „რა? სად? როდის?“, რომელიც მოსწავლეებისთვის ცოდნისა და შემოქმედებითი აზროვნების საინტერესო სივრცედ იქცა.

განსაკუთრებულ ტრადიციად ჩამოყალიბდა ბავშვთა არტგამოფენა სკოლის ეზოში - დღე, როდესაც ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრები ყველასთვის ხილული ხდება და ბავშვები საკუთარ შემოქმედებას ამაყად წარადგენენ.

ნანა მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან განხორციელებული პროექტებიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. პროექტული მუშაობისას მოსწავლეები ქმნიან მრავალფეროვან, შინაარსობრივად გააზრებულ და მაღალი ხარისხით შესრულებულ პროდუქტებს - სლაიდების შოუს, ბუკლეტს, გაზეთს, ნახატებს, ხელნაკეთ ნივთებს, ფილმებს და სხვა შემოქმედებით ნამუშევრებს.

თითოეულ პროდუქტში ჩანს როგორც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობები, ისე პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და საკუთარი იდეის საინტერესო ფორმით წარმოჩენის უნარი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნების სწავლებისას - როდესაც ბავშვი მხოლოდ ხელოვნების ნიმუშს კი არ ეცნობა, არამედ თავად ხდება შემოქმედი, მკვლევარი, ავტორი და საკუთარი ნამუშევრის წარმდგენი.

ნანა მასწავლებლის პროექტები სწორედ ამიტომ არის მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი - მათში ცოდნა, შემოქმედება, ტექნოლოგიები და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები ერთიანდება.

ნანა მასწავლებელო, გილოცავთ ამ დამსახურებულ აღიარებას!

თქვენი პროფესიული საქმიანობა სწორედ იმ ადამიანების ისტორიებში გრძელდება, რომლებიც დღეს უკვე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ, მუზეუმებს სტუმრობენ და სამყაროს იმ ცოდნით უყურებენ, რომელიც თქვენ მათ ბავშვობაში მიეცით.

და განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ „ანაბასისის“ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღესასწაულს!

მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა. კერძო სკოლაში ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მრავალმხრივია - მოსწავლის წინაშე, მშობლის წინაშე, სკოლის წინაშე და, საბოლოოდ, საკუთარი პროფესიის წინაშე. მშობელი ჩვენ გვანდობს ყველაზე ძვირფასს — საკუთარ შვილს, და ჩვენი ვალია, ეს ნდობა ყოველდღიური შრომით, პროფესიონალიზმითა და ზრუნვით გავამართლოთ.

ჩვენი თითოეული გაკვეთილის, თითოეული მოსწავლის წარმატებისა და თითოეული პატარა წინსვლის უკან დგას მასწავლებლის დიდი შრომა, მოთმინება, პასუხისმგებლობა და სიყვარული.

მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ. რადგან მასწავლებლის ნამდვილი წარმატება მხოლოდ მიღწეული შედეგი კი არ არის - ეს არის ცოდნა, რომელიც მოსწავლეს გაჰყვება; მოგონება, რომელიც არასოდეს დაავიწყდება; და კვალი, რომელიც მის ცხოვრებაში რჩება.

გილოცავთ, ძვირფასო კოლეგებო! თქვენი შრომა მართლაც ფასდაუდებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება